ზუგდიდში გარდაცვლილის დედა – პირდაპირ გულში ესროლეს

ზუგდიდში ძარცვის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ, რომლებიც დევნის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას.

მე არ ვამართლებ ამას, ხომ გააკეთა ეს, მაგრამ არა გულში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში დაეჭრათ, რაც სიკვდილს არ გამოიწვევდა. სად გაიქცეოდა ეს დაჭრილი, გამინადგურეს ,-თქვა გარდაცვლილის დედამ.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მოკვლას თუნდაც 20 წელი პატიმრობის მისჯა სჯობდა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მამაკაცის ცხედარი გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროზე. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.

banner
წინა სტატიაშითურნავა – კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე
შემდეგი სტატიალაშა დამენია – არსებული პროტესტი „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გახდის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან