ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე დააყაჩაღების ფაქტზე “თაიმერისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანი დააყაჩაღების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, დილის 10:00-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ დააყაჩაღეს გერონტი პაჭკორია , რა დროსაც მას კუთვნილი მანქანა, ლურჯი ფერის “volvo”, სახელმწიფო ნომერით VV-499-VA წაართვეს.

“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის ფაქტი. არსებული ინფორმაციით,ყაჩაღობის ფაქტში სამი პირი ფიგურირებს,რომლებიც ადგილზე ავტომობილით  და ავტომატებით იმყიფებოდნენ. გერონტი პაჭკორია სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასკოჩილი დააგდეს.”თაიმერის ” ინფორმაციით სავარაუდოდ  გატაცებულია 100 ათასი ლარი.

,,თაიმერის” ინფორმაციით, ინკასაციის თანამშრომელი ,რომელიც დაჭრილია ჯუმკა  ახალაია და არის რონალდ ახალაიას ძმისშვილი.

ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფულის ქეისის წაღება შეძლეს.შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების გადაწყვეტილებას სანქციების შიშით ხსნის
შემდეგი სტატიაჯგუფური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს