ზუგდიდში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონიდან კორონავირუსზე 70 ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, გამოკვლეულ პირთა შორის არიან – ცხელების ცენტრების ცხრა პაციენტი, სამი მედპერსონალი, 12 პირი კარანტინიდან, თვითიზოლაციიდან ერთი პირი, 45 საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალია.

ამასთან, ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფიცირებული, შუალედური ტესტირებით ისევ დადებითია.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის 152 შემთხვევის გამოვლენა არის ძალიან აქტიური კვლევების შედეგი
შემდეგი სტატიაპოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა