ზუგდიდში გამოკვლეული 33 მოქალაქის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 33 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. შემოწმებული მოქალაქეებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში აცხადებენ.

მათივე ცნობით, გამოკვლეულებს შორისაა სამედიცინო სფეროს ოთხი წარმომადგენელი, სატვირთო ავტომობვილის ორი მძღოლი, დიალიზზე მყოფი ორი პაციენტი. ასევე, თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოიკვლიეს სამი და კარანტინიდან ორი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშივაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარატომ არის მიუწვდომელი მედვედევის Facebook-გვერდი ქართველი მომხმარებლებისთვის?!