ზუგდიდში გამოკვლეულ 91 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, Covid-19 ზე 91 პირი გამოიკვლიეს, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ შორის იყო 8 ადამიანი ე. წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. შეგახსენებთ, 15 მაისს ზუგდიდში 42 წლის ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, მომდევნო დღეს კი კორონავირუსი დაუდასტურდა მის დედას და 2 შვილს. 17 მაისს მძღოლის კლასტერიდან კიდევ 3 პირის ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – გვინდა მსოფლიოს გავაცნოთ საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში, ასევე გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში
შემდეგი სტატია“მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“-სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს