ზუგდიდში, გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას ავადმყოფი გადაჰყავდა.

დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით,4 ქალბატონია შემოყვანილი,”ავტოსაგზაოს შედეგად,იმყოფებიან ემერჯენსის განყოფილებაში,უტარდებათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”,-თქვა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია,,თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პრეზიდენტისგან პასუხებს, რა არგუმენტაცია ედო საფუძვლად შეწყალებას, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით”