ზუგდიდში გახარიას პარტია პროპორციული სიის წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია და პროპორციული სია გიორგი ჯოჯუამ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯოჯუამ დღეს, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა და მისი კანდიდატურის სიიდან ამოღება ითხოვა.

დღეს პარტია “საქართველოსთვის”, ასევე დატოვა ხობის აქტიურმა წევრმა და აგიტატორმა შორენა თოდუამ, გუშინ  “საქართველოსთვის” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ.  მანამდე კი ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ და სალომე პაპავამ დატოვეს გიორგი გახარიას გუნდი.

banner
წინა სტატიაშიყვარლის მერი:ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აქვს ხელყუმბარაც