ზუგდიდში გადაუხდელობის გამო აბონენტებს გაზი ჩაუჭრეს

ყაზტრანსგაზ-თბილისის

სამეგრელო-გურიის “სოკარ გაზ ჯორჯიას” რეგიონული ოფისის მენეჯერი გია დარსანია აცხადებს, რომ 3215 აბონენტს გააჩნია წინა თვის დავალიანება, რომელიც მათ 15 მარტამდე უნდა გადაეხადათ, მათ შორისაა 50 კომერციული ობიექტი “ჩვენ ჩავჭერით 100 აბონენტი გადაუხდელობის გამო, თუმცა აღვნიშნავ ,რომ ყველა მათგანთან ოფისის ოპერატორებმა განახორციელეს ზარი და ვინც ტელეფონს არ უპასუხა, მათთან სახლში მივიდნენ და სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაზის გათიშვა მათთვის” – თქვა მან.
ოფისის მებეჯერი მოუწოდებს აბონენტებს, დროზე გადაიხადონ დავალიანება და ამისთვის მათ 2 დღიან საშეღავათო პერიოდს აძლევს. მისივე თქმით, სოკარ გაზ ჯორჯია კერძო კომპანიაა და მიმართავს მოსახლეობას არ დააგროვონ დავალიანება და დროულად გადაიხადონ.

banner
წინა სტატიაშითიანეთის რაიონის დაბა სიონში პანიკაა
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ რეალობის გათვალისწინებით გადაწყვეტილებები შეიცვალოს