ზუგდიდში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ

“ოცნების” 50-მდე წევრი თავს დაგვესხა… ფიზიკურად შეგვეხნენ მე და ახალგაზრდებს”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს.

“მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე “ქართული ოცნების” წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც. მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუს-ის აგენტი, ოცლარიანი, წინა წლებშიც მონაწილეობდა ასე ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ასეთი პროვოკაციებისთვის. და რეალურად ეს არის, რაც მოაწყეს. ეს არის ის რაც შეუძლიათ მოაწყონ – დაპირისპირება, მუქარა დარტყმა… ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს”, – ამბობს წითლიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობის“ მხარდამჭერია
შემდეგი სტატია“ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერებაც”-ევროკომისიის პრესსპიკერი