ზუგდიდში ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ობიექტის ადმინისტრაციამ პასპორტები და პირადობის მოწმობები გამოართვა.
ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებს უთხრეს, რომ პასპორტები დაზღვევისთვის სჭირდებათ და მას მხოლოდ ორშაბათს დაუბრუნებენ.

არსებული ინფორმაციით მუშები ადმინისტრაციამ ობიექტზე ჩაკეტა. მათ შესვენების უფლებაც კი არ მისცეს.

დევნილები ადასტურებენ, რომ მუშებს პირადობები მართლაც ჩამოართვეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდი მსგავს ინსტრუმენტს არჩევნების გასაყალბებლად იყენებს.

„მეგობარმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ მის მეუღლეს მოსთხოვეს პირადობის მოწმობა წინასაარჩევნოდ, ვითომდა, დაზღვევას უკეთებენო. კორპუსები, თითქმის, დასრულებულია, 6 თვეა, ხალხი მუშაობს და მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ უკეთებენ დაზღვევას. როგორც ვიცი, პურადობის მოწმობები დღეს უნდა მიეტანათ და ორშაბათს დაუბრუნებენ, სავარაუდოდ. მეუღლე ჰყავს ჩემს მეგობარს ამ ობიექტზე დასაქმებული და ეშინია, თვითონ რომ გააკეთოს ამაზე განცხადება, რადგან ეშინია, რომ მის მეუღლეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ,“ – განაცხადა თინათინ გრიგოლიამ.

მუშებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზეზები ობიექტის მენეჯერმა განმარტა. მისი თქმით, დასაქმებულებს დოკუმენტები დაზღვევის გაფორმების მიზნით გამოართვეს.

ბარამიას ქუჩაზე სამი საცხოვრებელი კორპუსი 10 თვეა, შენდება, თუმცა მუშებს სამუშაო დაზღვევა ამ დრომდე არ აქვთ.

წყარო:რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიარჩევნები და ,,სვანური კარუსელი”- როგორ აფასებენ პოლიტოლოგები მიმდინარე პროცესებს?!
შემდეგი სტატიაIpsos კვლევა-გამოკითხულთა 36%-ის აზრით, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია