ზუგდიდში, ელექტროანძაზე ასული ახალგაზრდა კაცი უვნებლად ჩამოიყვანეს, დენის მიწოდება აღდგა

ზუგდიდში, ელექტროანძაზე ასული ახალგაზრდა კაცი უვნებლად ჩამოიყვანეს. ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით გადაიყვანეს.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახლაგაზრდა კაცი ელექტროანძაზე ავიდა და თვითმკვლელობა სცადა. მასთან მოლაპარაკებებს მაშველები ერთი საათის განმავლობაში აწარმოებდნენ.

ამის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის კი აღდგენილია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში კაცი ელექტროანძაზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება, ქალაქის ნაწილს დენი შეუწყდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა დღესაც იმოქმედებს