ზუგდიდში დიდთოვლობას გუბერნატორის “პაკაზი” მოჰყვა

zugdidiზუგდიდში დიდთოვლობას გუბერნატორის “პაკაზი” მოჰყვა. ნომერ პირველ მეგრელს ვიდრე თოვლი კაბინეტში არ შეუვარდა და თბილისელი სტუმრების “პეშკომობილით” გაშვების საშიშროება არ შეიქმნა, “დედაგოროდში” ღუბერნატორისთვის თვალი არავის მოუკრავს. მოთოვა და მზეთუნახავმაც გამოანათა.

ძვირადსანახავ გუბერნატორს მონატრებულ მოსახლეობას საახალწლო-საშობაოდ იმითაც გაუმართლა, რომ ვინმე სტუმარმა დანჯღრეული მანქანით გამოიარა ამხელა გზა. მასპინძელს კი იმით არ გაუმართლა, რომ “ხელიხელ საგოგმანები” მანქანით გაისტუმრა დოლ-გარმონით ჭიშკრამდე მისაცილებლები.
მაგრამ, ჩვეული მოკვდავებისთვის, როგორც წესი, ზოგი ჭირი მარგებელია და რომ არა დანჯღრეული და ასაწყობი მანქანა, შესაძლებელია გუბერნატორს ისე დაეტოვებდა პოსტი, რომ ზღაპრების ნამდვილ თანამედროვე მზეთუნახავად გადაიქცეულიყო.

banner
წინა სტატიაშიმაო ძედუნის გიგანტური სტატუეტი
შემდეგი სტატიამიწისძვრა საქართველოში