ზუგდიდში დევნილთა შიმშილობის აქცია შეწყდა

რა დამსახურებისთვის გაათავისუფლეს ვადაზე ადრე რამაზ არონია

აქციადღეს, დევნილთა 15 დღიანი შიმშილობის აქცია შეწყდა-ამის შესახებ “თაიმერს” აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო – ზემო სვანეთის ხელმძღვანელის მრჩეველმა ნონა უბილავამ განუცხადა. აქციის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის  თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია შეხვდა , რომელმაც მოშიმშილეებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„მთავრობა თქვენს წინაშე ვალდებულია, ვხედავ აქ როგორი სიტუაციაა და თქვენ მართლები ხართ, ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ უკეთესად იგრძნოთ თავი“-აღნიშნა დევნილებთან შეხვედრისას ვახტანგ ყოლბაიამ.
” მე მუდმივი კომუნიკაცია მქონდა ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის მოადგილის გოგი ფაცაციას კონსულტაციები და მისი პრინციპული მიდგომა მოშიმშილეების მისამართით. მათი მოთხოვნა იყო მოცემული დაპირებების ერთობლივი მონიტორინგის განხორციელება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ჩემს მიმართ დაფიქსირებული ნდობისადმი. ამ ეტაპზე მე არ მაქვს უფლებამოსილება განვახორციელო სახელმწიფო უწყებების მონიტორინგი,თუმცა დარწმუნებული ვარ დაპირებებს არ სჭირდება გადამოწმება. ამასთან ერთად მქონდა კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან დაუფინანსონ მცირე გრანტები – აცხადებს უბილავა.

 

banner
წინა სტატიაშინატო უდესიანი ბესიკ ხარძიანის ოჯახს პასუხობს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: “ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით”