ზუგდიდში დევნილმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა

devndevniliaaaaaaaaზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულ პირთა , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ოფისთან, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, 1977 წელს დაბადებულმა ლელა შამათავა-ჯანჯღავამ პროტესტის ნიშნად, სხეულის თვითდაზიანება მიიყენა – “თაიმერს” შემთხვევის ადგილიდან ექსკლუზიურად აცნობეს. აღნიშულ პიროვნებას, როგორც მისი თანმხლები პირები ამბობენ, აქვს ეპილეფსია და მეორე ჯგუფის ინვალიდია.
ლელა შამათავა-ჯანჯღავას პროტესტი გამოიწვია იმან, რომ მას ზუგდიდში ლტოლვილებისათვის განკუთვნილი ბინა არ მისცეს – მიწერა აქვს თბილისში. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ერთხელ უკვე დააკმაყოფილა შესაბამისმა სამინისტრომ ბინით, რომელიც 2012 წელს იპოთეკით დაკარგა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესამაბემა იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთო-მ”
შემდეგი სტატიაგერმანული დაზვერვა ევროპის კურორტებზე შესაძლო ტერაქტებზე გაფრთხლებას აკეთებს