ზუგდიდში დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს

ზუგდიდში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით 50 ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნას და საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. დევნილები აფხაზეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრასაც ითხოვენ.ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ დევნილებს შემწეობები არ შეწყვეტიათ – მათ დროებით შეუჩერდათ სოციალური დახმარებები, რათა მათი გეგმიური გადამოწმება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონში ორი ქართველი გაიტაცეს