ზუგდიდში დევნილები, დევნილთა სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ

ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, დევნილთა სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ. ისინი შენობიდან გასახლებას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

დევნილები ამბობენ, რომ არ აქვთ წყალი, სველი წერტილები და შუქი, რადგან შენობა ავარიულია და ინგრევა. მათივე თქმით, წვიმის დროს წყალი ჩადის რადგან შენობაში კარ-ფანჯარა არაა. მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა დევნილები 28 წელია ამ მდგომარეობაში ცხოვრობენ.

შენობიდან გასახლებას 10 ოჯახი ითხოვს. ისინი სამმართველოში იმის გასარკვევად მივიდნენ, არიან თუ არა ბინების განაწილების სიაში. სამმართველოს უფროსმა შენობა უპასუხოდ დატოვა.

დევნილები ამ დრომდე შენობაში რჩებიან და ამბობენ, რომ ხელმძღვანელთან არავის შეუშვებენ მანამ, სანამ პასუხისმგებელი პირი მათ პასუხს არ გასცემს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი – სჯობს, ივანიშვილმა ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მომავალში მოღალატეებად გამოაცხადებს
შემდეგი სტატიამთვარობა – „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაგრძელებთ