ზუგდიდში, დადვანის ქუჩაზე სპეოპერაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, დადვანის ქუჩაზე ნარკოტოკების ამოღების სპეოპერაცია მიმდინარეობს. როგორც “თაიმერს”  ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებულია სამი ადამიანი და ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან  მობილიზებულნი.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. დამატებითი დეტალები სავარაუდოდ ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიროკის გვირაბის მონაკვეთზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
შემდეგი სტატიავის ღალატზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი?