ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია 80 წლამდე ქალი, რომელიც მეხანძრე-მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაფრინში თურქეთის ოპერაციის შედეგები (+18 ფოტოები)
შემდეგი სტატიადაკავება და ხმაური მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე”