ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტზე, ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანთან ერთად, პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცეს

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივი ტელევიზიის წამყვან ლევან თორიასთან ერთად, პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცეს.

„2019 წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მომხდარ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში კიდევ 2 პირი მიეცა. ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებულ მ. ც.-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ძალადობის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალი. ორივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ მოქალაქეს, გელა კვარაცხელიას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიათეონა ჭალიძე: ზუგდიდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა წინასაარჩევნოდ გაიზარდა