ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსმა მაია ესებუამ განუცხადა.მისივე თქმით, მოზარდს ჩაუტარდა უკვე შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და საოპერაციოშია შეყვანილი. ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში ბადრი საგნით მიყენებული.
გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე დღეს დაჭრეს. ფაქტს მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. ინციდენტი სტადიონზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა თავის სპორტსმენებს რუსეთში გამოსვლას უკრძალავს
შემდეგი სტატიაიგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება – საპატრიარქოს განცხადება