ზუგდიდში დააკავეს დეპუტატის ძმა და მერიის თანამშრომელი

როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში დააკავეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმა მამუკა ქვარაია და ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომელი გრიგოლ (გრიხა) მიქავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მასალის მომზადების პროცესში ჩვენ დაუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით  კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება”-განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

 

banner
წინა სტატიაში,,მოკალი ერდოღანი,, თავდასხმა თურქეთის საკონსულოზე
შემდეგი სტატიაუკრაინაში აფხაზურნომრიანი მანქანების გამოჩენა გააპროტესტეს