ზუგდიდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ზუგდიდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ევექსისი კლინიკაში შეუძლიათ.

ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მნერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

„ვაქცინაცია ჩვენს რეგიონში დღეს ზუგდიდიდან დავიწყეთ, ჩვენს რეგიონში ჩამოვიდა 3100 დოზა, თითოეული ვაქცინა უკვე გადანაწილებულია მუნიციპალიტეტებში და 18 მარტიდან უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაწყებული იქნება. ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და ყველა მუნიციპალიტეტი მზადაა აცრების ჩასატარებლად. მოვუწოდებ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს გაიარონ რეგისტრაცია და ჩაიტარონ რეგისტრაცია“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში ,,ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

�� რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
�� რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ შეთანხმების შესაძლებლობა ყველაფერზე არსებობს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – დანიელსონი საქართველოში დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება