ზუგდიდში, ჭაში კანალიზაციის წყლის მოხვედრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა და ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შედეგად, მოწამლულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაბამის მკურნალობას გადიან. ბავშვი გადაყვანილია ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და იმყოფებიან ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო
შემდეგი სტატიაკახა კუკავა – მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ის უბრალოდ გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის