ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მალევე მოვიდა თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,ბაზრის კართან იდგა, უცებ ცუდად გახდა. წყალი მივაშველეთ, ჩაიკეცა.შემდეგ სასწრაფო გამოვიძახეთ, თუმცა ვერ მოხერხდა გადარჩება.თურმე გული აწუხებდა,”- აცხადებენ თვითმხილველები.

გარდაცლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ამ წუთებში გადაასვენეს.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით,გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში” – მონიტორების დაკავების საკითხს ევროკავშირის მაღალჩინოსანი ეხმაურება
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შეირაღებული ძალები „სწავლების მიზნით, მუშაობის საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი“