ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული გლეხები აქციას მართავენ (+ფოტოები)

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული გლეხები აქცის მართავენ. ისინი თხილის საფასურის კომპენსაციას ითხოვენ.

 

აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვიცე-გუბერნატორი დავით კოდუა მოვიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ოდუამ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება შესთავაზა. აქციის მონაწილეები ამჟამად ვიცე-გუბერნატორს ხვდებიან.

 

იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვითა და არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან.

 

აქციის მონაწილეებმა თვალსაჩინოებისთვის მოიტანეს თხილი, ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მათი თქმით, მთლიანად გაფუჭებულია.

 

 

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში პირველ ოქტომბერს გაემგზავრებიან და რუს დეპუტატებს შეხვდებიან
შემდეგი სტატიასააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი ალაპარაკდა