ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გარეგანათების ბოძს შეეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება.

მომხდარზე შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიამოღალატეობრივი განცხადება, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება – სასულიერო პირები გედევან ფოფხაძეს უპირისპირდებიან