ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა „აუდის„ მარკის ავტომანქანას დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ზუგდიდის მკვიდრი ზ.ს ადგილზე დაიღუპა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი დაშავებული კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიანზორ ჩუბინიძე : უნდა დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყანას, სადაც გარკვეული დროის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ
შემდეგი სტატიავებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული