ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

„ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ.

შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი