ზუგდიდში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუხის ცენტრალურ გზაზე “ოპელის ” მარკის ავტომობილი აფეთქდა.ავარიის შედეგად 1968 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა, ხოლო მისი შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.ექიმების განცხადებით დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხიდის ბორდიურს შეეჯახა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ში ადასტურებენ, რომ მომხდარის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკაში “დაბრუნდა” ჩემი დაბრუნების შიშით და რუსთავი 2 გამო
შემდეგი სტატიაირანის აიათოლა ისრაელის განადგურებით იმუქრება