ზუგდიდში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ.არსებული ინფორმაციით, BMW-ს მძღოლი ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით,მას უტარდება კვლევა დაკვირვების ქვეშ იმყოფება.ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა