ზუგდიდში ავარიის დროს დაშავებული ორივე მოზარდის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესებულია

14 მაისს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო ემთხვევი დროს დაშავებული ორივე მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ერთი მათგანი ზუგდიდის რეფერალურ აავადმყოფოში იმყოფება, მეორე კი თბილისში, ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ზუგდიდში მყოფი ანრი სურმავა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს რეანიმაციის განყოფილებაში აპარატიდან მოხსნეს და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მისი აერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. რაც შეეხება თავისა და ზურგის ტრავმებით თბილისში გადაყვანილ ხარებავას, მისი საერთო მდგომარეობა დღეისათვის ასევე, გაუმჯობესებულია.
შეგახსენებთ, 14 მაისს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, “ვიტოს” ტიპის “მერსედესის’ მიკროავტობუსი სამ მოზარდს შეეჯახა. ორმა ბავშვმა მძიმე, მესამე მოზარდმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. მძღოლი დაკავებულია

banner
წინა სტატიაშიუკრაინა-ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაფოკუსირებული ვართ ომის დასრულებაზე-მივაღწიეთ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა