ზუგდიდში ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა

ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილის ბრიფინგი კონსტიტუციურ პროცესში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატიააბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო