ზუგდიდში არჩევნები გაქვთ მოსაგები და ახლა გაგახსენდათ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტი – სანდრო ბრეგაძე ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ვიზიტს ეხმაურება

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილზე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ეხმაურება. ბრეგაძე მმართველ გუნდს ფარისევლობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პირველი პრეზიდენტი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ.

“ვეხმაურები ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს ზვიადის მკვლელიბის ადგილზე—-“ქართული ოცნება” არ არის საჭირო ეს ფარისევლობა !!! ზუგდიდში არჩევნები გაქვთ მოსაგები და ახლა გაგახსენდათ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ??? ყველაფერი გააკეთეთ რომ აეროპორტს ზვიადის სახელი არ დარქმეოდა !!! 9-ჯერ მოგმართეთ,რომ ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭებოდა რომელიმე ცენტრალურ ქუჩას და ძეგლი დაგედგათ-კატეგორიული უარი მივიღეთ !!! სამაგიეროდ ზვიადის მკვლელის გულუას და სხვების სახელობის ქუჩები მრავლადაა დედაქალაქში !!! თუ მართლა გსურთ საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელის პატივისცემა-უწოდეთ ცენტრალურ ქუჩას ზვიადის სახელი და დადგით საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი გმირის ძეგლი !!! თუ ამას არ იზამთ-გაჩერდით და შეეშვით ფარისევლობას-ხალხის მოტყუებას,რათა ზუგდიდის მერის არჩევნებში ხმები მიიღოთ !!! უზნეო-პუტჩისტი-მანქურთები ხართ !!!”, – წერს სანდრო ბრეგაძე

 

https://youtu.be/nKzNNwpBtrE

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიავიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა არის სირცხვილი