ზუგდიდში , აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს

admin
ავტ.: admin მაისი 7, 2020 13:51

ზუგდიდში , აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს. დევნილებს, სასურსათო პაკეტები და პირველადი დახმარების ნივთები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და სამეგრელოს–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბატონებმა ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ და მალხაზ თორიამ პირადად გადასცეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ჰუმანიტარული დამხარება ზუგდიდში, სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ 60 დევნილ ოჯახს გადაეცა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის. რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ასეთი დახმარება აქამდეც განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება; მასში ჩართულნი არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, რომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება მსგავსი აქციები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

admin
ავტ.: admin მაისი 7, 2020 13:51

Google სტატისტიკა


7,710
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics