ზუგდიდში კორონავირუსზე ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდში კორონავირუსზე ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა,რომ მამაკაცი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ ცხელებით შეიყვანეს.ხოლო შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ კი ისევ კარანტინში დააბრუნეს.

მამაკაცის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და პასუხი, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ნანა ოდიშარია განმარტავს, რომ პირს არც მოზგაურობის ისტორია აქვს და არც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონია.მისივე ცნობით,ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში წევს ქალიც, რომელსაც ასევე COVID-19-ის ნიშნები აქვს.

banner
წინა სტატიაშილენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა
შემდეგი სტატიაბათუმში გამოკვლეული 30 პაციენტიდან დღეს ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა