ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ სამართალდამცველებს თვითმხილველებმა შეატყობინეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს
შემდეგი სტატია(VIDEO) “ეს არის უმოწყალო მონტაჟი” – გვარამიას პასუხი ფარულ ჩანაწერზე