ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს

ზუგდიდში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ექსკლუზიურად „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა,რომ მამაკაცს წუხელ ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.ახალგაზდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს.
მას კისრისა და გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულში ბრალდებული პირის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15 პაციენტი დატოვებს
შემდეგი სტატიადღეს ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან