ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით,მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული და გადაყვანილია საოპერაციოდ,”- აცხადებს ორჟონია. გამოძიება  117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება
შემდეგი სტატიაჯვრებზე და ხატებზე ამბორი აიკრძალა