ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, არიან დაშავებულები

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი მონაწილეობდა, შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გზის პირას მდებარე მაღაზიას დაეჯახა.

ორი დაშავებული მგზავრი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია. როგორც კლიკაში აცხადებენ, მათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე, სადაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე აუცილებელია დამონტაჟდეს ვიდეოსათვალთვალო კამერები და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.

banner
წინა სტატიაში,,თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, არ უნდ იკადროს”-წულუკიანი სამადაშვილს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე იუსტიციის სამინისტროსთვის “თეას” დარქმევის ინიციატივით გამოდის – რას პასუხობს წულუკიანი?