15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ზუგდიდში 73 წლის კაცი მოკლეს

ზუგდიდში 73 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1967 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა – 1953 წელს დაბადებულ ზ.ნ.-ს და შემთხევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ზ.ნ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქვემო ქართლში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეკლა გერსამიას, მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა