ზუგდიდში 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ზუგდიდში 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე შპს „ფაიფერმა“, რომელიც ზუგდიდში წყალარინების სისტემას ამონტაჟებს, გაზსადენის ცენტრალური მილი დააზიანა. შემთხვევის გამო, სისტემა ავარიულად გაითიშა. „სოკარ-ჯორჯიას“ ზუგდიდის მენეჯერის გია დარსანიას თქმით, ადგილზე გასულია ბრიგადა, რათა პრობლემა აღმოიფხვრას. მისი თქმით, სამუშაოები დიდ დროს მოითხოვს და სავარაუდოდ აბონენტებს დილამდე გაზის მიწოდება არ აღუდგებათ.

 

წყარო www.1tv.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაქუთაისში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა