ზუგდიდში 24 წლის პაციენტი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 6, 2019 15:20

ზუგდიდში 24 წლის პაციენტი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდში 24 წლის პაციენტი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი, რომელიც მწვავე რესპირატორული ვირუსით შემოიყვანეს, გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია არ ადასტურებს, რომ პაციენტს ღორის გრიპი ქონდა, თუმცა ამბობს, რომ ანალიზები გაგზავნილია და ლაბორატორიულად დადასტურებულ პასუხებს ელოდებიან.,, პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ სვანეთიდან მწვავე რესპირატორული დიაგნოზით შემოიყვანა, გართულებული მდგომარეობის გამო პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა კვლევები და გაგზავნილია, ველოდებით ლაბორატორიულად დადასტურებას.,, – აცხადებს ორჟონია. პაციენტს ფილტვების შეშუპება ქონდა, რასაც თან სიმსუქნეც ერთვოდა.რაც შეეხება გარდაცვალება, ექიმების თქმით, დაგვიანებულმა მიმართვამ გამოიწვია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 6, 2019 15:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics