ზუგდიდსა და თეთრიწყაროში მომხდარ დაპირისპირებაზე “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

“ქართული ოცნება” ზუგდიდსა და თეთრიწყაროში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, დღეს დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ორი ფაქტი ზუგდიდსა და თეთრწყაროში. ორივე შემთხვევაში ინციდენტი მოხდა “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პარტიისთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს ძალადობა.

“როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს ძალადობა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს. კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ თითქმის 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ შს სამინისტრო დატოვა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : მე ვაგრძელებ ბრძოლას