ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლების დამაკავშირებელი 10 კილომერიანი გზა შენდება

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. ახალი გზა ერთმანეთს ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის მიხედვით ახალი გზა 10,3 კილომეტრზე დაიგება.

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზა თითქმის 30 წელი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაშმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიასოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა