ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება

“ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება” -ამის შესახებ ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა. რაც შეეხება ლიტურგიას ის საპატრიარქოს მიერ დადგენილი წესებით აღევლინება.

“ბზას გაყიდვით არ გავყიდით,მხოლოდ მათ ვუკურთხებთ ვინც სახლიდან მოიტანს, რაც შეეხება წირვას ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება,როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან თემა გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად ავღნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში,დისტანციით და წესების დაცვით.”

“სასულიერო პირების ტესტირებას არ ვემხრობი,თუ ასეა რისკჯგუფია ყველა ვისაც ხალხთან შეხება აქვს,მაგალითაც სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში დასაქმებულები. თუმცა შევთანხმდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ.მე როგორც ერთ-ერთი მიტროპოლიტი არ მივესალმები”, -აცხადებს  ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტი  გერასიმე შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლში სამ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, დამატებით პრევენციული საშუალებები გადაეცა