“ზუგდიდის თეატრის მსახიობები “ქართული ოცნებისთვის” მუშაობენ და მოსახლეობას პირადობის მოწმობებს სთხოვენ”

 სოციალულ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში თეატრის მსახიობები და სხვა პირები მმართველი გუნდისთვის მუშაობენ. საკითხზე ბრიფინგი გამართა ოპოზიციამაც. 

 კერძოდ, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ზუგდიდის თეატრის მსახიობი, მერაბ კაკალია და სხვა პირები  “ქართული ოცნებისთვის” მუშაობენ,  მოსახლეობას პირადობის მოწმობებს სთხოვენ, რათა მათ არჩევნებზე ხმა ოპოზიციურ პარტიებს აღარ მისცენ.

მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს “ოცნების” წარმომადგენლებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა, ანა წითლიძემ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც, მისივე მტკიცებით, ასახავს ფაქტს, თუ როგორ მოახერხეს მათ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობების დაბრუნება.

წითლიძის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს სოფელ რიყეში მოხდა.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები ამავე სოფლის მკვიდრმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მაყვალა ანთიამ ჩამოართვა და ასევე პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება
შემდეგი სტატია“ფორმულას” საგანგებო განცხადება