ზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში „ნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს და მაშინ როცა ქუთაისიდან, უკვე თბილისში გადაჰყავდათ კატასტროფის მანქანაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშინატო-საქართველოს კომისიამ მაღალი შეფასება მისცა წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას და შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო
შემდეგი სტატიანიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა – შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით მოსახლეობაზე