ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში 55 წლამდე კაცი თევზაობის დროს დაიღუპა

ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში 55 წლამდე კაცი თევზაობის დროს დაიღუპა. შემთხვევა გარდაცვლილის სახლთან ახლოს, მდინარე მახარიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ელექტროდენის გამოყენებით ცდილობდა თევზის დაჭერას, რა დროსაც მას დენმა დაარტყა. კაცი ადგილზე დაიღუპა. “თაიმერისთვის” გარდაცვლილის ვინაობა ცნობილი გახდა. ის ზუგდიდის მკვიდრი  გოგი სოსელიაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას
შემდეგი სტატიახელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს