5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ვიტალი გუგუჩია გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს,_  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, რომელსაც ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის, ნათია ბერიძის მიმართ, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობის ფაქტს ედავებოდნენ, გაამართლა.

banner
წინა სტატიაშილევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, კანადამ გიორგი მიქაძის ექსტრადაცია მოითხოვოს
შემდეგი სტატიადიზელის საწვავის სინჯებში დარღვევები გამოვლინდა