ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა კიდევ 3 000 ლარით დააჯარიმა. ამჯერად აქტივისტს მეგრული სიტყვა – “ლოდოს“ გამოყნებას ედავებიან.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, მისთვის მოულოდნელი იყო საქმის მასალებში, პოლიციის მხრიდან, უკანონოდ მოპოვებული, მისი შვილის პერსონალური მონაცემების აღმოჩენა.
“ბუნებრივია, არ ველოდი, რომ დღეს რამე სამართალი იზეიმებდა ამ სხდომათა დარბაზში და აბსოლუტურად მზად ვიყავი იმისთვის, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა დღეს ფატი ფურცხვანიძე, თუმცა, მზად არ ვიყავი იმისთვის, რომ საქმის მასალებში ჩემი შვილის პერსონალურ მონაცემებს აღმოვაჩენდი, რომელიც პოლიციელების მხრიდან უკანონოდ იქნა მოპოვებული. სიტყვა “ლოდოს“ დაძახება 3 ათასი ლარით ისჯება. აქტივისტებს, რომლებბსაც ვერ აჩუმებენ და ვერ ამწყვდევენ თავიანთი კანონის ჩარჩოებში, ეს პოლიციელბი უთხზავენ 173-ე მუხლს და შემდეგ კი სასამართლო ამას უმტკიცებთ, იმისთვის, რომ ჩვენი წლობით ციხეში გამოკეტვა გამარტივდეს, – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ მარიამ სიჭინავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეთა დარღვევას 137-ე მუხლით ედავებოდა.
ცნობისთვის, მარიამ სიჭინავას ჯარიმების ჯამური ოდენობა, ამ დროისთვის 140 000 ლარია.


















